ქართული * English * Deutsch
იდეის ავტორი და პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ელგუჯა დადუნაშვილი
მონაცემთა ბაზის სტრუქტურა და ვებაპლიკაცია:
ელგუჯა დადუნაშვილი | დავით მაკალათია
საერთაშორისო ტიპების აღწერა:
(ATU 0001-0299) მარინე ტურაშვილი
(ATU 0300-0749) ელგუჯა დადუნაშვილი | მერი წიკლაური-ხუხუნაიშვილი | დარეჯან თოლორაია
(ATU 0750-1199) ეთერ ინწკირველი | ელენე გოგიაშვილი
ხელნაწერთა სკანირება:
მაგდა ტურაშვილი
პროექტი განხორციელდა 2010-12 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივში, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
მოკლე აღწერა: ვებპლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო ზღაპრების შესახებ მონაცემების მოპოვებისა და შექმნის ერთიან სისტემას. ინიციატივა ეფუძნება თნამედროვე დიგიტალური ტექნოლოგიების ერაში გაჩენილ შესაძლებლობას - სრულად იქნას ათვისებული ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევის მეთოდის პოტენციალი. ინოვაცია მდგომარეობს ზღაპართმცოდნეებისათვის ვირტუალური სამუშაო სივრცის შექმნაში. იგი გვევლინება, როგორც ზღაპრის ენციკლოპედიის სახით გასული საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი სინერგიული სქემის განვითარების ახალი ეტაპი. ენციკლოპედიაში განვითარებული სქემის მიხედვით ზღაპრის თითოეული საერთაშორისო ტიპის „ძირითადი ფორმის“ დასადგენად გამოიყენებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან გამოგზავნილი ტექსტები და აღწერილობები, რომლებიც ენციკლოპედიის არქივში იყრიდა თავს. არქივში ტიპების მიხედვით დალაგებული მასალა იგზავნებოდა ცალკეულ ავტორებთან, რომელთაგან თითოეული თავის სტატიაში ცდილობდა დაედგინა საკვლევის ტიპის „ძირითადი ფორმა“. ახალი სქემის მიხედის სინერგიის განვითარება ხდება არა პერიფერიიდან ცენტრში მასალის გაგზავნის საფუძველზე, არამედ საერთაშორისო ტიპის „ძირითადი ფორმის“ დადგენაში ლოკალური ზღაპრების მკვლევართა უშუალო მონაწილეობით.
არარეგისტრირებული მომხმარებლის სტატუსით პლატფორმასთან მუშაობის დასაწყებად გააქტიურეთ მარჯვენა სვეტში მოთავსებული ღილაკი "Outer User".