შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის

ფოლკლორის არქივი

მთავარი

ისტორია პროექტები მონაცემთა ბაზა ბიბლიოთეკა

მულტიმედია

პერსონალი კონტაქტი    ბმულები

"თანამედროვე ქართული ნარატიული ფოლკლორი (ზეპირი ისტორიების მიხედვით)"

2009 წელს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, მარინე ტურაშვილმა დაასრულა მუშაობა პროექტზე: "თანამედროვე ქართული ნარატიული ფოლკლორი (ზეპირი ისტორიების მიხედვით)".

 

აღნიშნული პროექტი განხორციელდა ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით (გრანტი № GNSF/PRES08/1-306). წინამდებარე პუბლიკაციაი გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.

 

პროექტის განხორციელება უნიკალური აღმოჩნდა იმით, რომ მის ფარგლებში ჩაწერილი 27 ზეპირი ისტორიისგან მომზადდა ფილმები და დაარქივდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივში შიფრით ფა1კ1, რითაც საფუძველი ჩაეყარა ახალ სარქივო მასივს - მულტიმედია ჩანაწერებს.

 

ჩაწერის პროცესში

 

საოჯახო ფოტო არქივიდან

 

ველზე მუშაობისას

1996-2013

© ელგუჯა დადუნაშვილი, © მარინე ტურაშვილი

ფონად გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფი. ხელნაწერი დაცულია ფოლკლორის არქივში, პეტრე უმიკაშვილის კოლექციაში.