ელგუჯა
დადუნაშვილი, დოქ.
(დაბ. 1961წ.),
ილიას სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. იენის
უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის პროფესორი.
2009 წლამდე ფოლკლორის არქივის ხელმძღვანელი.
დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სწავლობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში
ფოლკლორის სპეციალობით. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1991 წელს.
განხორციელებული აქვს საერთაშორისო სასწავლო და კვლევითი პროექტები
მაინის ფრანკფურტის და გოტინგენის უნივერსიტეტებში. "რუსთაველის ფონდის"
მიერ დაფინანსებული პროექტის -
"ქართული ხალხური პროზის კომპარატივისტული ანალიზის ელექტრონული პლატფორმა"
- სამეცნიერო ხემძღვანელი.
ინტერესთა სფერო: ვერსიფიკაცია, შედარებითი ნარატოლოგია, ვიზუალური
კულტურული ანთროპოლოგია; ეწევა აქტიურ საველე კვლევას.
|
მარინა
ტურაშვილი,
მრ. (დაბ. 1980წ.), 2006
წლიდან ფოლკლორის
განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 2009 წლიდან ფოლკლორის არქივის ხელმძღვანელი. 2004 წელს დაამთავრა ივ.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის განყოფილება ფოლკლორის სპეციალობით.
სწავლობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის
ასპირანტურაში. ავტორი ახლგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის
სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფიის -
"თანამედროვე ქართული ნარატიული ფოლკლორი (ზეპირი ისტორიების მიხედვით)"
(2010წ.). ავტორი და მონაწილე სხვადასხვა საერთაშორისო და ლოკალური
კვლევითი პროექტების. კვლევის სფერო: ნარატოლოგია და ზეპირი ისტორიები. ეწევა
აქტიურ საველე კვლევას.
|
მერი
ხუხუნაიშვილ-წიკლაური, დოქ. (დაბ. 1944 წ.), დაამთავრა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ
ვეროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. სწავლობდა ასპირანტურაში
ფოლკლორის სპეციალობით. დაიცვა დისერტაცია 1977 წელს. განხორციელებული აქვს
საერთაშორისო კვლევითი პროექტები დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიაში.
დიდი ბრიტანეთის ფოლკლორის საზოგადოების წევრი. კვლევის სფერო: შედარებითი
ნარატოლოგია და მითოლოგია. თარგმნის ესპანურ და ბრიტანულ ფოლკლორს.
მოწვეული სპეციალისტის სტატუსით მონაწილეობს
"რუსთაველის ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის -
"ქართული ხალხური პროზის კომპარატივისტული ანალიზის ელექტრონული
პლატფორმა" -
განხორციელებაში.
|
ელენე
გოგიაშვილი,
დოქ.
(დაბ. 1975), ივ.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.
დაამთავრა
ივ.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოლოგიის
ფაკულტეტი
და ასპირანტურა
ფოლკლორის
სპეციალობით.
დაიცვა
საკანდიდატო
დისერტაცია
2002
წელს.
განხორციელებული
აქვს
საერთაშორისო
კვლევითი
პროექტები
მაინცისა და
ერფურტის
უნივერსიტეტებში,
გოთას
და ვოლფენბიუტელის სამეცნიერო ბიბლიოთეკებში. ევროპის ზღაპრის
საზოგადოების წევრი.
ინტერესთა
სფერო:
ქართული და კავკასიური ფოლკლორი, პოსტკოლონიალური
კვლევები.
მოწვეული სპეციალისტის სტატუსით მონაწილეობს
"რუსთაველის ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის -
"ქართული ხალხური პროზის კომპარატივისტული ანალიზის ელექტრონული პლატფორმა"
- განხორციელებაში.
|
ეთერ
ინწკირველი, დოქ. (დაბ. 1977 წ.),
2009 წლიდან ფოლკლორის
განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის
ფაკულტეტი.
სწავლობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის
ინსტიტუტის ასპირანტურაში ფოლკლორის სპეციალობით. დაიცვა საკანდიდატო
დისერტაცია 2005 წელს. 2002 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ილია
ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჰუმბოლდტის ცენტრში.
2006-2009 წწ-ში პრიტანულ-ქართულ აკადემიაში პედაგოგად. კვლევის სფერო: ნარატოლოგია და მითოლოგია.
მოწვეული სპეციალისტის სტატუსით მონაწილეობს
"რუსთაველის ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის -
"ქართული ხალხური პროზის კომპარატივისტული ანალიზის ელექტრონული პლატფორმა"
- განხორციელებაში.
|
დავით
მაკალათია, პროგრამისტი (დაბ. 1967წ.), საქართველოს საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების
თანამშრომელი. 1993 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1993-1996 წლებში
სწავლობდა მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის
ინსტიტუტის ასპირანტურაში ალგებრული ტოპოლოგიის სპეციალობით. 1998 წლიდან
ეუფლება მონაცემთა ბაზებზე ორიენტირებული გამოყენებითი პროგრამირების
სპეციალობას. 1999-2002 წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის
კიბერნეტიკის ინსტიტუტში პროგრამისტად. 2005-2007 წლებში მუშაობდა
სადაზღვევო კომპანია "ბი-სი-აი"-ში პროგრამისტად. IT
პროგრამისტის სტატუსით მონაწილეობს
"რუსთაველის ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის -
"ქართული ხალხური პროზის კომპარატივისტული ანალიზის ელექტრონული
პლატფორმა" -
განხორციელებაში.
|
დარეჯან თოლორაია, მრ.
(დაბ. 1961 წ.),
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის
კომისიის წევრი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიწვეული
კონსულტანტი.
დაამთავრა
ივ.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოლოგიის
ფაკულტეტი
ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
1985-2006 წწ. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის
განყოფილების ლაბორანტი. 2002 წ. შ.პ.ს. დავით აღმაშენებლის სახელობის
უნივერსიტეტის ლექტორი.
მოწვეული სპეციალისტის სტატუსით მონაწილეობს
"რუსთაველის ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის -
"ქართული ხალხური პროზის კომპარატივისტული ანალიზის ელექტრონული პლატფორმა"
- განხორციელებაში.
|
|
მაგდა ტურაშვილი, მრ (დაბ. 1984წ.), დაამთავრა ილის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების
ფაკულტეტი, ისტორია და ქრისტიანული კულტურის ისტორიის სპეციალობით.
საერთაშორისო კვლევითი პროექტის მონაწილე. ინტერესთა სფერო:
ეთნოგრაფია, არქეოლოგია და ნარატოლოგია. დამხმარე
პერონალის სტატუსით (ხელნაწერთა სკანირების ოპერატორი)
მონაწილეობს
"რუსთაველის ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის -
"ქართული ხალხური პროზის კომპარატივისტული ანალიზის ელექტრონული
პლატფორმა" -
განხორციელებაში.
|