ქართული   English

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის

ფოლკლორის არქივი

მთავარი

ისტორია პროექტები მონაცემთა ბაზა ბიბლიოთეკა

მულტიმედია

პერსონალი კონტაქტი    ბმულები

საარქივო ფოლკლორული მასალების ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ფოლკლორის არქივს შემუშავებული აქვს  ქართული ფოლკლორის მონაცემთა კომპიუტერული ბაზა.

 

მონაცემთა ბაზის შექმნა მიზნად ისახავდა გადაეჭრა შოთა რუსთაველის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივში დაცული ხელნაწერი მასალების დოკუმენტაციის პრობლემა. რეგისტრაციის ის წესი, რომელიც მანამდე არსებობდა ფოლკლორის არქივში, მოუხერხებელი იყო არა მარტო ქართული ფოლკლორული რეპერტუარის ზოგადი მახასიათებლების დასადგენად, არამედ კვლევისათვის საჭირო მასალების მოსაძიებლადაც. სისტემური საძიებლების არარსებობის პირობებში უმცირესი ინფორმაციის მისაღებადაც კი აუცილებელი ხდებოდა საარქივო ფონდების უზარმაზარი მასივების გადასინჯვა, რაც განუზომელ ზიანს აყენებდა ისედაც არახელსაყრელ პირობებში დაცულ ხელნაწერებს.   

 

ფოლკლორული ტექსტების ძირითადი მახასიათებლებიდან გამომდინარე, აგრეთვე მასალის მიმართ შესაბამისი სამეცნიერო დისციპლინების მხრიდან (ფოლკლორისტიკა, ეთნოგრაფია, დიალექტოლოგია) დასმული, ტიპიური და ხშირად განმეორებადი მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავდა საარქივო ფოლკლორული მასალების სისტემატიზაციისა და ფოლკლორის მონაცემთა კომპიუტერული ბანკით სარგებლობის ძირითადი პრინციპები.

 

აღნიშნული პრინციპების შესაბამისად თითოეული საარქივო დოკუმენტი აღიწერება 26 მახასიათებლის მიხედვით: მათ შორის არის მონაცემები ტექსტების ჟანრული როგორობის, შინაარსის თავისებურებათა, აგრეთვე მათ მატარებელთა დაბადებისა და საცხოვრებელი ადგილის, სქესის, ასაკის, განათლების და საქმიანობის შესახებ და სხვა.

1996-2013

© ელგუჯა დადუნაშვილი, © მარინე ტურაშვილი

ფონად გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფი. ხელნაწერი დაცულია ფოლკლორის არქივში, პეტრე უმიკაშვილის კოლექციაში.