ფოლკლორის არქივის ძირითადი ბირთვი შეიქმნა
1932 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე. 1936 წელს არქივი შეუერთდა
ენის, ლიტერატურის, ისტორიის და ხელოვნების ინსტიტუტის (ელიხი) შესაბამის
განყოფილებას, რომლის საფუძველზეც შემდგომში ჩამოყალიბდა შოთა რუსთაველის
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.
არქივის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანლი იყო გამოჩენილი ქართველი მეცნიერი
ვახტანგ კოტეტიშვილი (1892-1938წწ.)
ფოლკლორის არქივის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
-
კულტურული მემკვიდრეობის საველე კვლევა;
-
საარქივო მასალების ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
-
ფოლკლორული კვლევა და ტექსტების პუბლიკაცია;
-
ფოლკლორის დოკუმენტაციის საკითხების სწავლება;
-
ფოლკლორის პოპულარიზაცია.
არსებული მონაცემების მიხედვით არქივში ამჟამად რეგისტრირებულია
105 810 დუკუმენტი. ასეთად ითვება როგორც მცირე,
ისე დიდი ზომის ტექსტი.
საარქივო მასალები მათი წარმომავლიბის ან/და მათი შემოსვლის თარიღის მიხედვით,
იყოფა რამდენიმე ვრცელ მასივად. ასეთებია:
-
პეტრე უმიკაშვილის კოლექცია (6 028 ერთეული ტექსტი) თარიღდება 1870-80
წლებით;
-
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმთან არსებული ფოლკლორის სექტორისა და 1930-1959
წლებში განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციების მასალები (32
986 ერთეული ტექსტი) ე. წ. ადრინდელი ფონდი;
-
1960 წლიდან დღემდე ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად შეკრებილი
მასალები (59 087 ერთეული ტექსტი) ე. წ. ახალი ფონდი;
-
XX
საუკუნის 30-70-იან წლებში განხორცილებული სამივლინებო მუშაობის შედეგად
შეკრებილი მასალები (13 737 ერთეული ტექსტი) ე.
წ. ვარლამ მაცაბერიძის სახელობის ფონდი.
|