ქართული   English

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის

ფოლკლორის არქივი

მთავარი

ისტორია პროექტები მონაცემთა ბაზა ბიბლიოთეკა

მულტიმედია

პერსონალი კონტაქტი    ბმულები

2009 წლის 26 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივმა უმასპინძლა ბრიტანელ მეცნიერს დოქტორ ჯონათან როპერს.

 

აღნიშნული სამეცნიერო მივლინება განხორციელდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მეცნიერებათა აკადემიებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივი.

 

- საქართველოში ჯონათან როპერის სამეცნიერო მივლინება განხორციელდა რამდენიმე ეტაპად:

- შეხვედრა მოეწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენთან აკადემიკოს თამაზ გამყრელიძესთან;

- მოხდა ფოლკლორის არქივის მუშაობის გაცნობა და გამოცდილებების ურთიერთგაზიარება.

- შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივის მხარდაჭერით განხორციელდა ოთხდღიანი (27.08.09-31.08.09) ფოლკლორული ექსპედიცია კახეთში, ყვარლის და თელავის რაიონებში.   წინასწარ დამუშავებული და ზუსტებული გრაფიკის მიხედვით მოხდა ფოლკლორული მასალის შეგროვება (ფოტო არქივი).

 

- რვა დღის განმავლობაში (1-8 სექტემბერი) ფოლკლორის არქივში განხორციელდა 2006 წელს აჭარაში და 2009 წლის აგვისტოში კახეთში ჩაწერილი მასალის გარკვეული ნაწილის დიგიტალიზაცია და თარგმნა ინგლისურ ენაზე.

 

- 7 სექტემბერს,

 

11:30, შეხვედრა მოეწყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორთან პროფესორ ირმა რატიანთან;

 

13:00, ჯონათან როპერმა ლიტერატურის ინსტიტუტის დარბაზში წაიკითხა მოხსენება თემებზე: 1) ქართული შელოცვები“ (2006 წელს აჭარაში შეგროვებული მასალის მიხედვით)“, 2) თანამედროვე ევროპული ფოლკლორისტიკის მიღწევები და ამოცანები“.

 

 

1996-2013

© ელგუჯა დადუნაშვილი, © მარინე ტურაშვილი

ფონად გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფი. ხელნაწერი დაცულია ფოლკლორის არქივში, პეტრე უმიკაშვილის კოლექციაში.