ქართული   English

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის

ფოლკლორის არქივი

მთავარი

ისტორია პროექტები მონაცემთა ბაზა ბიბლიოთეკა

მულტიმედია

პერსონალი კონტაქტი    ბმულები

ფოლკლორის არქივში დაცულ ხელნაწერთა აღწერილობა

 (2006-2012 წწ.)

 

პროექტი ითვალისწინებს არქივში დაცული ხელნაწერი მასალების აღწერას და მათ შესახებ არსებული მონაცემების კატალოგიზაციას.

 

პროექტის აქტუალობა განისაზღვრებოდა შემდეგი ორი გარემოებიდან გამომდინარე:

  1. არსებობდა ურთიერგამომრიცხავი წარმოდგენები არქივში დაცული ხელნაწერების რაოდენობასთან დაკავშირებით;

  2. სამეცნიერო საზოგადოებისათვის უცნობი იყო  ინფორმაცია ზოგიერთი ხელნაწერის არსებობის შესახებ.

 პროექტის შესაბამისად ამ ეტაპზე შესრულდა  შემდეგი რიგი სამუშაოები:

  • მოხდა დოკუმენტების დიდ მასივებად დაყოფა. მაგ., ადრინდელი ფონდი, ახალი, ფონდი და ვარლამ მაცაბერიძის სახელობის ფონდი;

  • შემუშავდა და დაზუსტდა სისტემატიზაციის სქემა;

  • მოხდა ხელნაწერთა მოცემული სქემის მიხედვით აღწერა;

  • აღწერილი მასალა შევიდა კომპიუტერში;

  • მოხდა შეტანილი მასალის რედაქტირება;

  • დაიბეჭდა  კატალოგი.

 პროექტის განხორციელებამ შესაძლებელი გახადა:

  • არქივში დაცულ ხელნაწერთა შესახებ ინფორმაციის სრულყოფა;

  • სამეცნიერო-საგამომცემლო მიზნებისათვის ხელნაწერთა გამოყენების პირობების გაუმჯობესება;

  • მონაცემთა ელეტრონული ბაზების შემდგომი განვითარება.

2011 წელს ფოლკლორის არქივი აგრძელებს პროექტზე მუშაობას. ზემოთ აღწერილი სისტემატიზაციის შესაბამისად მუშავდება პეტრე უმიკაშვილის არქივი და სრულყოფილი სახით დაიბეჭდება კატალოგი.

1996-2013

© ელგუჯა დადუნაშვილი, © მარინე ტურაშვილი

ფონად გამოყენებულია ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფი. ხელნაწერი დაცულია ფოლკლორის არქივში, პეტრე უმიკაშვილის კოლექციაში.