პროექტის
მიზანი და ამოცანები:
პროექტის მიზანი
იყო
კომპარატივისტული კვლევის ერთიანი, ქსელური სივრცის
შექმნა და ქართული ხალხური პროზის საერთაშორისო კომპარატივისტული
კვლევისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებდა
შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას:
-
ხალხური პროზაული ტექსტების ტიპოლოგიური ანალიზის მეთოდის
განვრცობა- იმპლიმენტაციას,
-
ხალხური პროზაული ტექსტების ტიპოლოგიური ანალიზის ელექტრონული
ინდექსის მოდელირებას,
-
ელექტრონული ინდექსის შექმნა-ტესტირებას და საბოლოო პროდუქტის
სახით ჩამოყალიბებას,
-
საარქივო ფოლკლორული მასალების სკანირების გზით დიგიტალიზაციას და
ქართული ფოლკლორის მონაცემთა ბაზაში განთავსებას,
-
მონაცემთა ბაზიდან პროზაული ტექსტების გამოყოფას და ტიპოლოგიური
ანალიზის ელექტრონული ინდექსის მიხედვით ქართულ ენაზე დამუშავებას,
-
ტიპოლოგიური ანალიზის ელექტრონული ინდექსის მიხედვით დამუშავებული
მასალის ინგლისურ ენაზე თარგმნას,
-
ელექტრონული პროდუქტის ქსელური სახით გამოქვეყნებას,
-
საერთაშორისო სამეცნიერო
ვორქშოპის
ჩატარებას
და კვლევის შედეგების სპეციალისტებისათვის გაცნობას.
შედეგები:
ხალხური პროზის საერთაშორისო ტიპოლოგიური ანალიზის მეთოდის
გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა ახალი კომპიუტერული პროგრამის
მოდელი. შემდგომში მოხდა პროგრამის მოდელის შესაბამისი ვებაპლიკაციის
სახით რეალიზაცია, რამაც შესაძლებელი გახადა ინსტრუმენტიზირებული
მეთოდის ქსელური გამოყენება. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, შეიქმნა
ვირტუალური სამუშო სივრცე, სადაც ინდივიდი მკვლევარის მიერ
განხორციელებული ანალიზი დაექვემდებარა საერთო სტანდარტს და ამდენად
იქცა ერთი მთლიანი კვლევის შემადგენელ ნაწილად.
ხალხური პროზის საერთაშორისო კომპარატივისტული კვლევის
განხორციელებაში მრავალი სუბიექტის მონაწილეობა მნიშვნელოვანია
იმდენად, რამდენადაც საქმე ეხება სხვადასხვა ენაზე შექმნილი სხვადასხვა
ხალხთა ტექსტების ანალიზს,
რომლის ერთ რეალურ სივრცეში განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ასევე შეუძლებელია ურთიერთისაგან დამოუკიდებლად განხორციელებული
კვლევების შეჯერება ერთი საერთო სურათის მისაღებად.
როგორც დაგეგმილი იყო, მოცემული პროექტის ფარგლებში
შეიქმნა სამუშაო სივრცე, რომელშიც თავდაპირველად განხორციელებული იქნა
ქართული მასალის ანალიზი. გარდა იმისა, რომ ამით ქართული მასალა სრულად
გახდა ხელმისაწვდომი საერთაშორისო შედარებითი ანალიზისათვის, მომზადდა
რეალური საფუძველი სხვა ნაციონალურ რეპერტუარებთან მიმართებაში იგივე
საქმიანობის განსახორციელებლად.
ქართული რეპერტუარის ანალიზის ამოცანის ფარგლეში
განხორციელდა შემდეგი მოცულობის სამუშო:
1.
დიგიტალიზებული იქნა შოთა რუსთაველის
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივის ხელნაწერ ფონდში
დაცული პროზაული ტექსტების მთლიანი მოცულობა;
2.
განხორციელდა დიგიტალიზებული მასალის
მონაცემთა ბაზის ჩანაწერებთან მიბმა, რამაც შესაძლებელი გახადა ამ გზით
ტექსტების ქსელური ანალიზისათვის ხელმისაწვდომობა;
3.
განხორციელდა პროზაული მასალის
აარნე-ტომპსონი-უთერის საერთაშორისო ინდექსის მიხედვით იდენტიფიკაცია;
4.
განხორციელდა ინდექსირებული ტიპების
რეზიუმირება,
ამისათვის სპეციალურად შექმნილი ფლექსიური სქემის გამოყენებით;
5.
ქართული მასალის ანალიზის შედეგები
ითარგმნა ინგლისურად;
6.
დაიწერა და ვებაპლიკაციას თან დაერთო
პროგრამასთან მუშაობის სახელმძღვანელო;
7.
ყოველივე ეს ხელმისაწვდომია შემდეგ
ინტერნეტმისამართზე:
http://www.folktreasury.ge/Folklore
ინოვაციის შესახებ ინფორმირებული იქნა საერთაშორისო
საზოგადოება. ამ მიზნით პროქტის სამეცნიერო ხელმძღვანელს სპეციალური
შეხვედრები ჰქონდა შემდეგ მკვლევარებთან და სამეცნიერო ინსტიტუტებთან:
1.
პროფ. ულრიხ მარცოლფი - გოტინგენის
მეცნიერებათა აკადემიის ზღაპრის ენციკლოპედია, გოტინგენი, გერმანია;
2.
დოქ. თეო მედერი - მეერტენსის ინსტიტუტი,
ამსტერდამი, ჰოლანდია;
3.
დოქ. კრისტოფ შმიტი - ვოსიდლოს არქივის
დირექტორი,
როსტოკის უნივერსიტეტი, გერმანია;
4.
დანიელ ბუშინგერი - მედიავისტიკის
კვლევის საზოგადოების თავჯდომარე, ჟიულ ვერნის უნივერსიტეტი, ამიენი,
საფრანგეთი.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მიმდინარე პროქტის
შესახებ მოხსენებებით გამოვიდა შემდეგ სამეცნიერო ფორუმებზე:
1.
იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის
სლავისტიკის ინსტიტუტის კონფერენცია „ზეპირსიტყვიერება: შეკრება -
პრეზენტაცია-ინტერპრეტირება“, იენა, 24 მაისი, 2012
2.
როსტოკის უნივერსიტეტის საერთაშორისო
სიმპოზიუმი „კორპორა ეთნოგრაფიკა ონლაინ“, როსტოკი, 26 - 28
სექტემბერი, 2012
პროგრამა გამოიყენება იენის ფრიდრიხ შილერის
უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის საბაკალავრო მოდულის ფარგლებში
„კავკასიის ხალხთა მითოლოგია და ფოლკლორი“ მოდულის ხელმძღვანელი ელგუჯა
დადუნაშვილი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2012 წლის 24–25 დეკემბერს გაიმართა
ვორკშოპი თემაზე
-
„ხალხური პროზის
კომპარატივისტული ანალიზის ელექტრონული პლატფორმა - ახალი ტექნოლოგია
განვითარების პერსპექტივები“
(იხ.
ვორკშოპის პროგრამა),
რომლის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ დარგის წამყვანი
სპეციალისტები და პროექტის ჯგუფის წევრები.
ფოტოები
|